,,ძველი თბილისის ამბები” 🎭

სკოლა-ლიცეუმ ,,სანთელის” ეზოში მოეწყო საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისო სანახაობა, სახელწოდებით:
,,ძველი თბილისის ამბები” 🎭 დეკორაციებმა, რეკვიზიტებმა და სახასიათო პერსონაჟებმა მაყურებელი ძველი თბილისის ქუჩებში გაასეირნა… 🏘️ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ კინტოები, მრეცხავები, ფოსტალიონი თუ მენახშირე… მოსწავლეებმა გააცოცხლეს კადრები ძველი ქართული ფილმებიდან: ,,ვერის უბნის მელოდიები”, “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”; გაკეთდა ინსცენირება: ,,მილიციის უფროსი” და, რა თქმა უნდა, გაიხსენეს ძველი თბილისის დიდი მხატვარი – ნიკალა.არც დედაქალაქის მეხოტბე, იოსებ გრიშაშვილი გამორჩათ, საიათნოვას სიმღერის ფონზე წაიკითხეს მისი დიდებული ლექსი ❤️
სკოლის საერთო მხიარულებას შემოდგომის თბილი ამინდიც ამშვენებდა 🍂
        
 
    

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სიახლეები