სკოლა-ლიცეუმ ,,სანთელის” ეზოში მოეწყო საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისო სანახაობა, სახელწოდებით: ,,ძველი თბილისის ამბები” დეკორაციებმა, რეკვიზიტებმა და სახასიათო პერსონაჟებმა მაყურებელი ძველი თბილისის ქუჩებში გაასეირნა… ერთმანეთს ენაცვლებოდნენ
სკოლა-ლიცეუმ ,,სანთელის” ეზოში მოეწყო საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისო სანახაობა, სახელწოდებით:
,,ძველი თბილისის ამბები” დეკორაციებმა, რეკვიზიტებმა და სახასიათო პერსონაჟებმა მაყურებელი ძველი თბილისის ქუჩებში გაასეირნა… ერთმანეთს ენაცვლებოდნენ კინტოები, მრეცხავები, ფოსტალიონი თუ მენახშირე… მოსწავლეებმა გააცოცხლეს კადრები ძველი ქართული ფილმებიდან: ,,ვერის უბნის მელოდიები”, “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”; გაკეთდა ინსცენირება: ,,მილიციის უფროსი” და, რა თქმა უნდა, გაიხსენეს ძველი თბილისის დიდი მხატვარი – ნიკალა.არც დედაქალაქის მეხოტბე, იოსებ გრიშაშვილი გამორჩათ, საიათნოვას სიმღერის ფონზე წაიკითხეს მისი დიდებული ლექსი
სკოლის საერთო მხიარულებას შემოდგომის თბილი ამინდიც ამშვენებდა