სკოლა-ლიცეუმი სანთელი

ჩვენ შესახებ

სკოლა-ლიცეუმი სანთელი საქართველოში ერთ-ერთი „ხანდაზმული“ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა. ფუნქციონირებს 1996 წლიდან. მიმდინარე სასწავლო წელს უსრულდება 28 წელი.

2010 წლამდე  განთავსებული იყო თბილისის სსიპ N-182 საჯარო სკოლაში, N-73 და 76-ე საბავშო  ბაღების შენობებში, ხოლო 2010 წლიდან დღემდე  სასწავლო პროცესს ახორციელებს ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე.- თბილისი, სამგორის მუნიციპალიტეტი, ორხევის დას. გიორგი მუხაძის ქ, 15-ში.კერძო კეთილმოწყობილ ორ სართულიან შენობაში.(სკოლის მფლობელობაშია 927 კვ.მი; კაპიტალურად შემოღობილი ეზო და 475 კვ.მ შენობის სასარგებლო ფართი) ეზოში განთავსებულია ფრენბურთის, კალათბურთის, ფეხბურთის მინი მოედნები;; მოწყობილია სპორტული დარბაზი შესაბამისი რესურსით ( შვედური კედელი, მაგიდის ჩოგბურთი, კრივის  სავარჯიშო )  იზოლირებულია „გასახდელი  ოთახი“.

დაფუძნებიდან დღემდე სკოლამ ორჯერ  წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი; სკოლაში შექმნილია მიზნების მისაღწევი უსაფრთხო, მოსწავლ;ეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო  გარემო.

სკოლა-ლიცეუმში  ხორციელდება მოსწავლეთა პროფორიენტაციისა და  სამეწარმეო საქმიანობის წარმართვისთვის აუცილებელი ღონისძიებები.

სკოლა-ლიცეუმი დასაქმებული პედაგოგების მონაცემები შეესაბამება  „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ მოთხოვნებს, რომლთა  მოსწავლეებიც  წარმატებით მონაწილეობენ  სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში. საქართველოს  ისტორიული ადგილების გაცნობის მიზნით ყოველწლიურად ტარდება  სასწავლო ექსკურსიები, გასვლითი გაკვეთილები მუზეუმებში, ბოტანიკურ ბაღში, ზოოპარკში და სხვა. სკოლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ხარისხობრივი მაჩვენებელი (8;9;10 ქულა) 50%-ზე მაღალია. რასაც განაპირობებს კლასებში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა (კლასში საშუალოდ 6-7 მოსწავლეა)  

ჩვენი უპირატესობები

სკოლა-ლიცეუმი სანთელი ზრუნავს ბავშვების განათლებაზე და ჯანსაღ გარემოზე

ჯანსაღი გარემო
განათლება

ექსკურსიები

კომუნიკაცია
ექსკურსია
I და II კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს მარტყოფის მამათა მონასტერი
ექსკურსია
ლიცეუმის VI კლასის მოსწავლეებმა იმოგზაურეს კახეთში ! უჯარმის ციხის სიდიადემ და ისტორიამ მრავალი
ექსკურსია
მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ანტონ მარტყოფელის მამათა მონასტერში.
ექსკურსია ძამას ხეობაში
მეათე კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე “ძამას ხეობაში”. მოინახულეს სარკინეთი, ყინწვისი, ორთუბნის დედათა მონასტერი.
ერთი დღე მუზეუმში
მესამე კლასელები, დამრიგებელ ნანა შოშიაშვილთან და მუსიკის მასწავლებელ მანანა ჩიკვაიძესთან ერთად, იმყოფებოდნენ ქართული ხალხური სიმღერისა
ხელოვნების სასახლეში
პროგრამის, ,,კანფეტების ისტორიის’’ ფარგლებში პირველი და მესამეკლასელები ეწვივნენ საქართველოს ხელოვნების სასახლეს. მოსწავლეები გაეცნენ

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით