VII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე ჩაატარეს ცდები. საპნის ბუშტის გაბერვით აჩვენეს, რომ აირის წნევა ყველა მიმართულებით ერთნაირია, ამიტომ აქვს საპნის ბუშტს სფეროს ფორმა.
წყლიან პოლიეთილენის პარკზე ჩაატარეს ცდა, ჯერ ნემსით ერთი და იგივე სიმაღლეზე გახვრიტეს პარკი და დააკვირდნენ წყლის ჭავლს, შემდეგ სხვადასხვა სიმაღლეზე, გააკეთეს დასკვნა ერთი და იმავე სიღრმეზე სითხის წნევა ყველგან ერთნაირია, სიღრმის ზრდასთან ერთად წნევა იზრდება.









