სკოლა- ლიცეუმ ,,სანთელის’’ მასწავლებლები და მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე – 19 ხელოვნების სკოლაში, სადაც ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით არაჩვეულებრივი კონცერტი გაიმართა🎼🎺

ჩვენს მოზარდებს საშუალება მიეცათ შეეგრძნოთ ის ემოცია, რომელსაც მხოლოდ ცოცხალი შესრულება გვჩუქნის.
დიდ მადლობას ვუხდით ხელოვნების სკოლის დირექტორს, ბატონ თამაზ მოლაშვილს, ქალბატონ ჟუჟუნა გოქსაძეს და ამავე სკოლის დამსახურებულ პედაგოგს, ხათუნა ფაჩულიას – ამ ლამაზი დღის ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდა მუსიკოსებს, მათ პედაგოგებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მშვენიერი დღის შექმნაში წვლილი შეიტანა! 🎶










