ცხოველთა დაცვის დღე

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლა-ლიცეუმი „სანთელის“ მოსწავლებმა ქველმოქმედებით აღნიშნეს მათ სკოლის მიმდებარედ მსვლელობა მოაწყვეს და მიუსაფარ ძაღლებსა და კატებზე იზრუნეს – გამოკვებეს ისინი.

მსვლელობის დასასრულს მოსწავლეებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ მზრუნველობამოკლებულ ცხოველებს საკვებზე მეტად ყურადღება და მოფერება მოეწონათ

თითოეული ბავშვი ძალიან სასიამოვნო ემოციებით აღივსო… მათ მიზნად დაისახეს, რომ ეს ერთი დღის აქტივობა ყოველდღიურობაში დანერგონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სიახლეები