სახალისო გაკვეთილები გეოგრაფიაში გრძელდება… ამჯერად, სკოლა-ლიცეუმი “სანთელის” მე-8 კლასის მოსწავლეებმა, საკითხი “ანდების” ფარგლებში, ერთ-ერთი შემთხვევის ანალიზის გაცნობის შემდგომ, როლები მოირგეს. აკონკაგუა ანდების და სამხრეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალია და როგორც ყველა მაღალ მთაში, აქაც ვლინდება სიმაღლებრივი სარტყლურობა, ანუ ბუნებრივი ზონების ცვლა სიმაღლ ის მიხედვით. ტომის ბელადმა იცოდა, რომ მთებში, სიმაღლეზე ასვლასთან ერთად იცვლებოდა მცენარეული საფარი. ახალგაზრდების მიერ მოტანილი მცენარეების, ხილის და ბოსტნეულის მიხედვით, ბელადი ხვდებოდა რა სიმაღლემდე ავიდნენ ისინი. ყველა მოსწავლემ მოირგო რიგრიგობით ბელადის როლი, ვინც უკეთ იცოდა საკითხი, ის ვერავინ მოატყუა. საგნის უკეთ გაგებასთან ერთად, კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ ბავშვები, რომ ცოდნა ყველაზე დიდი ძალა და გამარჯვებაა.
პედაგოგი: დარინა დავითაძე














