ჩვენ შესახებ

   ჩვენ შესახებ

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 18.08.2023 წლის გადაწყვეტილებით, შპს სკოლა–ლიცეუმ „სანთელს” 6 წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.

სკოლა-ლიცეუმი „სანთელი“  საქართველოში ერთ-ერთი„ხანდაზმული“ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა. ფუნქციონირებს 1996 წლიდან. მიმდინარე სასწავლო  წელს  უსრულდება  30 წელი. 2010 წლამდე  განთავსებული იყო თბილისის   სსიპ N-182 საჯარო სკოლაში, N-73 და 76-ე საბავშო  ბაღების  შენობებში, ხოლო 2010 წლიდან დღემდე  სასწავლო პროცესს ახორციელებს ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე.-დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. საბაზო და საშუალო საფეხურების დამთავრების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაიცემა „საბაზო ზოგადი განათლების ატესტი“  და „სრული ზოგადი განათლების ატესტატი“.

შპს სკოლა-ლიცეუმი „სანთელი” მდებარეობს: თბილისი, სამგორის მუნიციპალიტეტი, ორხევის დას. გიორგი მუხაძის ქ, 15-ში (საიდენტიფიკაციო კოდი -4060912857) კერძო, კეთილმოწყობილ ორ სართულიან შენობაში. (საერთო  ფართით  927 კვ.მ;   კაპიტა-ლურად შემოღობილი ეზო და 475 კვ.მ შენობის  სასარგებლო ფართი) ეზოში  განთავსებულია ფრენბურთის, კალათბურთის, ფეხბურთის მინი მოედნები; მოწყობილია სპორტული დარბაზი შესაბამისი რესურსით (შვედური კედელი, მაგიდის ჩოგბურთი, კრივის  სავარჯიშო „მსხალი“)  იზოლირებულია გასახდელი ოთახი.

დაფუძნებიდან დღემდე სკოლამ ორჯერ  წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი; სკოლაში  შექმნილია  მიზნების მისაღწევი უსაფრთხო, მოსწავლეზე  ორიენტირებული საგანმანათლებლო  გარემო.

სკოლა-ლიცეუმში ხორციელდება მოსწავლეთა პროფორიენტაციისა და  სამეწარმეო საქმიანობის  წარმართვისთვის აუცილებელი  ღონისძიებები. დასაქმებული პედაგოგების მონაცემები შეესაბამება   „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ მოთხოვნებს, რომლთა  მოსწავლეებიც  წარმატებით მონაწილე-ობენ  სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში. საქართველოს ისტორიული ადგილების  გაცნობის მიზნით   ყოველწლიურად   ტარდება  სასწავლო ექსკურსიები, გასვლითი  გაკვეთილები მუზეუმებში, ბოტანიკურ  ბაღში, ზოოპარკში და სხვა. სკოლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ხარისხობრივი მაჩვენებელი (8,9,10 ქულა) 50%-ზე მაღალია. რასაც განაპირობებს კლასებში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა (კლასში საშუალოდ 6-7 მოსწავლეა)

დაგვიკავშირით: 555 99 02 37; 591 21 54 80

ვებ.გვერდი: SANTELI.ge   

ელ.ფოსტა –  SANTELI779@gmail.com

f- სკოლა–ლიცეუმი სანთელი/Santeli

მისამართი: 0198 თბილისი, სამგორის მუნიციპალიტეტი, ორხევის დასახლება,  გიორგი მუხაძის ქ.N-15

მეტრო „ისნიდან N356 ავტობუსი  – ისანი–ორხევი

 

 

სიახლეები

მსგავსი სიახლეები