ლიცეუმში, პრაქტიკოსი მასწავლებლის ლიანა კუხალაშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა სოციალური პროექტი “ჩვენ ვზრუნავთ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე”. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ლიცეუმის მოსწავლეები, გაწმინდეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, დარგეს დეკორატიული ნარგავები.