სკოლა-ლიცეუმი „სანთელის” მოსწავლეები ესტუმრნენ ვაზიანის IV ბრიგადის სამხედრო ნაწილს, სადაც დაესწრნენ წვევამდელთა ფიცის დადებას, ქვეითი ბრიგადის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს. ფიზკულტურის პედაგოგის, თენგო ღონღაძის ხელმძღვანელობით, გაეცნენ საბრძოლო იარაღებს, თავად მოსინჯეს ძალები იმიტირებულ სროლაში. აქტივობამ მოსწავლეებში აამაღლა პატრიოტული სულისკვეთება, ეროვნული თვითშეგნება, გაუფართოვა ცნობიერება. თითოეულ მათგანს გაუჩნდა სურვილი, იყოს სამშობლოს ერთგული დამცველი!