ჩვენ შესახებ

სკოლა-ლიცეუმი სანთელი  საქართველოში ერთ-ერთი „ხანდაზმული“ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა. ფუნქციონირებს 1996 წლიდან. მიმდინარე სასწავლო წელს  უსრულდება  28 წელი. 2010 წლამდე  განთავსებული იყო თბილისის სსიპ N-182 საჯარო სკოლაში, N-73 და 76-ე საბავშო  ბაღების შენობებში, ხოლო 2010 წლიდან დღემდე  სასწავლო პროცესს ახორციელებს ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე.- თბილისი, სამგორის მუნიციპალიტეტი, ორხევის დას. გიორგი მუხაძის ქ, 15-ში.კერძო კეთილმოწყობილ ორ სართულიან შენობაში.(სკოლის მფლობელობაშია 927 კვ.მი; კაპიტალურად შემოღობილი ეზო და 475 კვ.მ შენობის სასარგებლო ფართი) ეზოში განთავსებულია ფრენბურთის, კალათბურთის, ფეხბურთის მინი მოედნები;; მოწყობილია სპორტული დარბაზი შესაბამისი რესურსით ( შვედური კედელი, მაგიდის ჩოგბურთი, კრივის  სავარჯიშო )  იზოლირებულია „გასახდელი  ოთახი“.

დაფუძნებიდან დღემდე სკოლამ ორჯერ  წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი; სკოლაში შექმნილია მიზნების მისაღწევი უსაფრთხო, მოსწავლ;ეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო  გარემო.

სკოლა-ლიცეუმში  ხორციელდება მოსწავლეთა პროფორიენტაციისა და  სამეწარმეო საქმიანობის წარმართვისთვის აუცილებელი ღონისძიებები.

სკოლა-ლიცეუმი დასაქმებული პედაგოგების მონაცემები შეესაბამება  „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ მოთხოვნებს, რომლთა  მოსწავლეებიც  წარმატებით მონაწილეობენ  სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში. საქართველოს  ისტორიული ადგილების გაცნობის მიზნით ყოველწლიურად ტარდება  სასწავლო ექსკურსიები, გასვლითი გაკვეთილები მუზეუმებში, ბოტანიკურ ბაღში, ზოოპარკში და სხვა. სკოლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ხარისხობრივი მაჩვენებელი (8;9;10 ქულა) 50%-ზე მაღალია. რასაც განაპირობებს კლასებში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა (კლასში საშუალოდ 6-7 მოსწავლეა)  

გვეწვიეთ.   დაგვიკავშირით :  555 99 02 37;   591 21 54 80

ვებ.გვერდი; SANTELI.ge   

ელ.ფოსტა –   SANTELI779@gmail.com

555 99 02 37;   591 21 54 80

მისამართი- 0198 თბილისი, სამგორის მუნიციპალიტეტი, ორხევის დასახლება, გიორგი მუხაძის ქ.N-15