ოქროსფერი შემოდგომა

სკოლა-ლიცეუმის  I კლასელებმა ოქროს შემოდგომის ბოლო დღეები გააცილეს. მათი მონაწილეობით დაიდგა მინი-სპექტაკლი “ოჩოპინტრე და ბერიკები”. მშობლებისა და ბავშვების ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა კონკურსი “აბა გამოიცანი!” ბავშვებს შორის გაიმართა კულინარიული შეჯიბრი, საკუთარი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები.ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.